კლინიკა „გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა, ინფიცირებულია 70-მდე თანამშრომელი

პუბლიკა

კლინიკა „გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა.

კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკის 70-მდე თანამშრომელს. ვირუსით ინფიცირებულია  კლინიკის დირექტორი ანზორ მელია.

როგორც ანზორ მელიამ „ფორმულას“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა, კლინიკის თითქმის ყველა თანამშრომელი ინფიცირებულია. მხოლოდ კარდიოქირურგიული დეპარტამენტი მუშაობს, სანამ ამის რესურსი აქვთ.

„თითქმის ყველა თანამშრომელი ვირუსით არის დაავდებული, 40-მდე ექიმია და 30-მდე სამედიცინო პერონალი. კარდიოქირურგიული დაპარტამენტი მუშაობს, სანამ შეუძლიათ, ოპერაციებს შეასრულებენ“, – ამბობს ანზორ მელია.

მისივე თქმით, კლინიკა არ არის კოვიდმიმღები. იქ გულის პრობლემების მქონე პაციენტებს მკურნალობენ და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა პაციენტმა სიმპტომები დამალა და კლინიკაში ვირუსი ასე გავრცელდა.