კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა… 14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა, იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულში იმყოფება“, –  განუცხადეს კლინიკაში 1tv.ge-ს.

stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში  კორონავირუსი 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამათგან გამოჯანმრთელებულია – 10;  კარანტინის რეჟიმშია – 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.