კლინიკებში სულ 10-მდე ადამიანია გადაყვანილი, მათი უმეტესობა ჟურნალისტია - სასწრაფო

პუბლიკა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში 10-მდე ადამიანი გადაიყვანეს, მათი უმეტესობა ჟურნალისტია. ამის შესახებ „პუბლიკას“ ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს.

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს ამ წუთებში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ მედიასთან ექიმმა ისაუბრა.

კლინიკის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

„პირს, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება, უკვე წასულია კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლის მოტეხილობით, ის საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად არის კვლევის სტადიაში. სტაბილურია ყველა“, – განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.