„ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ბადრაგი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია.
დღეს, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთ-ერთი დააკავეს.
კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ.
იუსტიციის მინისტრმა, სამივე პატიმარს მოუწოდა „გონს მოეგონ და ჩაბარდნენ“.