კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერია Watershed გაიმართება

პუბლიკა

9 ნოემბერს, კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერია Watershed გაიმართება. ღონისძიება ეხმიანება იუნესკოს მიერ, თბილისის – ახალი მედია ხელოვნების დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას.

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიის ახალ ეპიზოდში, კლუბის სცენას აუდიო/ვიზუალური ლაივ შესრულებებით დაიკავებენ: Byetone (A/V live), Frank Bretschneider (A/V live) და ნატალი ბერიძე, László Bordos სპეციალური ვიზუალური გაფორმებით.

Watershed 9 ნოემბერს მასპინძლობს RASTERMEDIA შოუქეისს – 1996 წელს დაარსებულ ექსპერიმენტალური ელექტრონული მუსიკის ლეიბლსა და ვიზუალური ხელოვნების პლატფორმას, რომელიც 50-მდე არტისტს აერთიანებს. RASTERMEDIA აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი პლატფორმაა.

Watershed-ის ლაივ კონცერტამდე ერთი საათით ადრე გაიმართება შეხვედრა და საუბარი RASTERMEDIA-ს დამფუძნებელ არტისტებთან: ოლაფ ბენდერი (BYETONE) და ფრენკ ბრეტშნაიდერი (Frank Bretschneider). შეხვედრის თემაა: აუდიო-ვიზუალური ფროდაქშენი და საშემსრულებლო ხელოვნება (A/V Production and Performance Art)

Watershed-ის ფარგლებში 8 ნოემბერს უნგრელი არტისტი, ლასლო ბორდოსი ჩაატარებს მასტერკლასს, თემაზე: 3d mapping, რომელიც განკუთვნილია სფეროს პროფესინალებისთვის. Laszlo Bordos ჟანრის ერთ-ერთი პიონერია, რომელიც 2015 წლიდან ფოკუსირებულია თეატრისა და ოპერის – სიმფონიური კონცერტებისა და ოპერებისათვის ვიზუალის შექმნაში.

Byetone-მა შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც ის სკოლის პერიოდში ჩაერთო სარეჟისურო ექსპერიმენტებში. ამ მისწრაფებამ გამოიწვია მისი ჩართულობა 1988 წელს წამოწყებულ ავანგარდულ ჯგუფში ‘AG Geige’, რამაც შემდგომში მჭიდროდ დააკავშირა მუსიკასთან. მან, Frank Bretschneider-თან ერთად 1996 წელს, დაარსა ლეიბლი ”rastermusic” რომელიც მოგვიანებით შეუერთდა Cartsten Nicolai-ს ქველეიბლს ”noton” და ჩამოყალიბდა როგორც ”raster-noton’’, რომელიც დღეს RASTERMEDIA სახელით არის ნობილი.

Frank Bretschneider – მუსიკოსი, კომპოზიტორი და ბერლინელი ვიდეო არტისტი, რომელის მუსიკალური შემოქმედება ცნობილია რთული და რიტმული სტრუქტურებით. Bretschneider-ის დახვეწილ და დეტალურ მუსიკას ეხმიანება მისი სრულყოფილად თარგმნილი ვიზუალი მუსიკასთან შეთანხმებით.

Natalie Beridze – ცნობილი როგორც ელექტრონული მუსიკის პირველი ქალი შემსრულებელი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით არაერთი სცენა დაიკავა. 2002 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა კიოლნში, სადაც ქმნიდა მუსიკას სასცენო სახელწოდებით TBA. ნატალი ბერიძე მუშაობს აკუსტიკური ინსტრუმენტების, ორკესტრისა და გუნდის კომპოზიციებზე და ასწავლის ახალ თაობას CES-ში. ამ ღამეს უნგრელი არტისტი, ჟანრის ერთ-ერთი პიონერი László Bordos სწორედ ნატალი ბერიძის ლაივს გააფორმებს.