კლუბთან BASSIANI სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა

პუბლიკა

დღეს, დაახლოებით 02:30 საათზე BASSIANI-ს შესასვლელთან რამდენიმეჯერ გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. „პუბლიკის“ ინფორმაციით, დაჭრილია 3 ადამიანი.

კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი Facebook-ზე წერს, რომ პირი, რომელმაც გაისროლა, კლუბში დიჯეისთან კონფლიქტის გამო გააგდეს, შემდეგ კი ის იარაღით დაბრუნდა.

„იმედი მაქვს, ისევ საომარო არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა“, – წერს Facebook-ზე კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი.

შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების შესახებ კი უწყება განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.