„კოალიცია ცვლილებისთვის” საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა. ის კოალიციას 23 სექტემბერს შეუერთდა.
მეორე ნომერი ნიკა მელიაა.
„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
მე შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს“, – ამბობს მალაშხია.
საარჩევნო სია:
1. ნანა მალაშხია
2. ნიკა მელია
3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
4. გიგა ლემონჯავა
5. თენგიზ თევზაძე
6. ცოტნე კობერიძე
7. გიორგი კირთაძე
8. ივანე ჭყონია
9. ხათუნა სამნიძე
10. ოქტაი ქაზუმოვი
11. მაია კოპალეიშვილი
12. ბორისი ყურუა
13. ანა გოგოლაძე
14. გიორგი ბუტიკაშვილი
15. გიორგი იმედაშვილი
16. ელენე ხოშტარია
17. სოფია გოლეთიანი
18. მარიკა არევაძე
19. ანი ქავთარაძე
20. თორნიკე ბიკაშვილი
პარტია „ახალის“ ლიდერმა და კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პარტიულ სიაში არ იქნება, რადგან მიიჩნევს, რომ გზა ახალ ადამიანებს უნდა გაეხსნათ.