პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, დავითაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.
„10 დღე იწვა კლინიკაში. გარდაცვლების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, – უთხრეს „პუბლიკას” კლინიკაში.
კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.