საქართველოს მთავრობაის ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა.
უწყების ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მთავრობის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ იმნაძე, საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ კობა კობალაძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.