პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერება.
მთავრობის სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 და 38 იურიდიული პირი.
თანხის ჯამური მოცულობა იქნება 5 მლნ 600 ათასი ლარი.
კორონავირუსის პანდემიის დროს იზოლაციის წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდებოდა, კომპანია კი – 10 000 ლარით.
2 თვის წინ, 8 აპრილს საქართველოს მთავრობამ ჯარიმების ჩამოწერის სხვა კამპანია დააანონსა: განაცხადა, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.