კობახიძე: 500 ბავშვია დაღუპული, ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სიტყვით გამოსვლისას მან ტერმინ „უკრაინიზაციაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ტერმინი არ მოეწონა „დესტრუქციულ“ ოპოზიციას და გადაწყვიტა, განმარტოს, თუ რას ნიშნავს უკრაინიზაცია.

უკრაინიზაციას დავუბრუნდები. რას ნიშნავს უკრაინიზაცია, პრემიერმა ამაზე ისაუბრა. ომის დაწყების შემდეგ ორ-ნახევარჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი. შარშანდელთან შედარებით ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული რუსეთს. მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 20 მილიონი არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის უკრაინიზაცია, კარგად რომ იცოდნენ ჩვენმა კოლეგებმა. შარშან ჰქონდა 35%-იანი ეკონომიკური ვარდნა, არის უბრალოდ კატასტროფა. ინფრასტრუქტურა განადგურებული. 100 ათასზე მეტი დაღუპული, 500 ბავშვია მარტო დაღუპული – ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამისთვის საქართველოში. სიღარიბის აღმოფხვრამ მსოფლიო ბანკის მონაცემებით გადაიწია 15 წლით უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ სიღარიბეს ვერ აღმოფხვრიან 30 წლის განმავლობაში. სრული კატასტროფა. ცინიკური განცხადებები მოვისმინეთ კონკრეტული ევროპელების მხრიდან უკრაინის მიმართა, უკრაინაზე ამბობენ, რომ 2050 წლისთვის გახდება ევროკავშირის წევრი, ამ ყველაფრის ფონზე, ამხელა მსხვერპლისა და უბედურების ფონზე. როგორ შეიძლება, ასეთი ევროპული განცხადება არ გააკრიტიკო. ეს არის უკრაინიზაცია, თქვენ რომ არ მოგწონთ ეს ტერმინი. თქვენ ყველაფერს აკეთებთ ურაინიზაციისთვის და ამისთვის გინდათ გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსი.“ – განაცხადა კობახიძემ.