კობახიძე: ამ სიმულაციას ერთადერთი მიზანი აქვს - შექმნან საბაბი შეწყალებისთვის

პუბლიკა

„დღეს არ მინდა სააკაშვილის თემაზე საუბარი, ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. საზოგადოებას აინტერესებს ის თემები, რაზეც ისაუბრა პრემიერმა. როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასე დროს გიწევს საეჭვო რეპუტაციის ექსპერტების ჩართვა.

ეს ყველაფერი სიმულაციის ლოგიკური გაგრძელებაა. 450-დღიან სიმულაციასთან გვაქვს საქმე და ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ საეჭვო რეპუტაციის. ამ სიმულაციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შექმნან საბაბი შეწყალებისთვის. წესით, სიმულაცია არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს.“ – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულში შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება ეს ნაბიჯი.“ – განაცხადა კობახიძემ.