საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი პრინციპულად შესრულებულია და არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ირაკლი კობახიძემ რეკომედაციების პირველ პუნქტზე – დეპოლარიზაციაზე ბოლოს ისაუბრა, მანამდე კი დანარჩენი რეკომენდაციები შეაჯამა, მოკლედ, რის შემდეგაც პრესკონფერენციაზე მიწვეული სატელევიზიო ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
რა წერია „ოცნების“ ანგარიშში?
1. დეპოლარიზაცია
– საპარლამენტო პროცედურებში ოპოზიციის ჩართვის სრულფასოვანი შესაძლებლობა;
– 12 პრიორიტეტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართვის სრულფასოვანი შესაძლებლობა;
– პოლარიზაციის ხელშემწყობი ქმედებებისა და განცხადებების მონიტორინგი;
2. ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება
საპარლამენტო ზედამხედველობა:
– გაორმაგებული ინტერპელაციები;
– მინისტრის საათის პროცედურის დახვეწა;
– საკომიტეტო მოსმენის პროცედურის დახვეწა;
– პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის ვადის შემცირება;
– საპარლამენტო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება;
– თემატური მოკვლევის დაწყების გამარტივება და შედეგების ეფექტიანი აღსრულება;
– სუს-ის ანგარიშის წარდგენა უშუალოდ სუს-ის უფროსის მიერ.
საარჩევნო რეფორმა:
– ელექტრონული ხმის მიცემა;
– პარტიების ხარჯების წლიური ზედა ზღვრის განახევრება;
– ადმინისტრაციული რესურსების გამკაცრებული კონტროლი;
– საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის გაზრდა;
– გასაჩივრების ვადის გაზრდა;
– უბნების ავტომატური გადათვლა;
– ყველა ამომრჩევლის მარკირება;
– სადამკვირვებლო ორგანიზაციების უფლებების გაფართოება.
საჯარო სამსახურის რეფორმა:
– საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა:
– დეცენტრალიზაციის სტრატეგია;
– სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია;
– საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია;
– ციფრული მმართველობის სტრატეგია;
– ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია;
– საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა.
3. სასამართლო სისტემა
სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი:
– უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა;
– ქვედა ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა;
– სასამართლოს აქტების გასაჯაროება;
– საბჭოს კანდიდატების ანგარიშვალდებულება;
– გასაჩივრების უფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის;
– მოსამართლეების მივლინება, გადაყვანა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
– დისციპლინური წარმოება.
გენერალური პროკურორის არჩევის წესი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა
4. ანტიკორუფციული ღონისძებები
ანტიკორუფციული ბიუროს დაფუძნება
ანტიკორუფციული უფლებამოსილებების ერთ ორგანოში თავმოყრა:
– ინტერესთა კონფლიქტი
– ქონებრივი დეკლარაციები
– მამხილებელთა დაცვა
– პარტიების დაფინანსება
– ანტიკორუფციული პოლიტიკა
ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცედურით;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება;
– ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების გაორმაგება;
– სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებისა და იურისდიქციის;
– გაფართოება;
– სამსახურების თანამშრომელთა სოციალური დაცვის გაუმჯობესება;
– ორივე სააგენტოს ანგარიშვალდებულების გაზრდა.
5. დეოლიგარქიზაცია
სისტემური მიდგომა
– არსებული საერთაშორისო შეფასებები/რეიტინგები;
– განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები;
– „დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონი.
6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა:
– ორგანიზებული დანაშაული;
– კიბერდანაშაული;
– ტრეფიკინგი;
– ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება;
– ნარკოტიკული დანაშაულები;
ახალი „პენიტენციური კოდექსი“
„ფულის გათეთრების შესახებ“ კანონი
7. მედიაგარემო
– ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
8. ადამიანის უფლებები
– ადამიანის უფლებათა სტრატეგია
– ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
– ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა;
– ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ეროვნული
სამოქმედო გეგმა.
9. გენდერული თანასწორობა
– გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია;
– ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია;
– გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია;
– ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში სტამბოლის კონვენციასთან
შესაბამისობაში მოსაყვანად;
– საკანონმდებლო ცვლილებები არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის
რეალიზებისათვის;
– გენდერული კვოტების გახანგრძლივება;
– ცვლილებები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
– საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან მჭიდრო კოორდინაცია;
– პლატფორმის ჩართულობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში;
– საკომიტეტო მოსმენების ღიაობა;
– ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე.
11. კანონმდებლობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ
კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანისას სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინების შესახებ
12. სახალხო დამცველის არჩევა
საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით აირჩია სახალხო დამცველი.