კობახიძე: „დეპუტატები აღარ არიან ღილაკზე ხელის მიმჭერები“

პუბლიკა

„ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი. ერთ-ერთი მიღწევა, რაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვაქვს, ეს არის მათ შორის ის, რომ დეპუტატები აღარ არიან ღილაკზე ხელის მიმჭერები“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

მან მედიასთან საუბრისას შიდა პარტიულ დემოკრატიაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენს გუნდში გვქონია არაერთი პროცესი, სადაც საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამებოდა თუნდაც უმრავლესობის გადაწყვეტილებას… იყო არაერთი საკითხი, რაზეც არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, გუნდის შიგნით, მათ შორის ხელმძღვანელობასა და კონკრეტულ დეპუტატებს შორის. მაგალითად, ეს იყო გენდერული კვოტირების საკითხი, კინაღამ გუნდი გაგვეხლიჩა, იმდენად მწვავე დაპირისპირება იყო, ასევე იყო სასამართლო ხელისუფლების საკითხი, სხვა საკითხებიც იყო არაერთი”, – განაცხადა კობახიძემ.