კობახიძე IRI-ის კვლევაზე: შეადარეთ ჩვენი სახეები გუბაზ სანიკიძისა და სამადაშვილის სახეებს

პუბლიკა
content image

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, მმართველ პარტიას კომპანიასთან, რომელიც IRI-ის კვლევებს უტარებს გარკვეული კითხვები აქვს „მაგრამ ხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი უმძიმესია ოპოზიციისთვის“, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, მმართველი პარტია საკუთარ მონაცემებს ეყრდნობა და ასეთ კვლევებს რეგულარულად ატარებს. ჟურნალისტმა კითხვა კვლევის ერთ-ერთ მიგნებასთან დაკავშირებით დაუსვა. კობახიძეს ჰკითხეს – რას ფიქრობს მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკაში ახალი სახეების ხილვა სურს.

„ჩვენი მხარდამჭერია 50 %. ჩვენი მხარდამჭერი როცა ამას ამბობს, ეს ლოგიკურია, რადგან ეს ჩვენი გზავნილიც არის. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია. „ქართული ოცნება“ განსხვავებული მოცემულობაა. შეგიძლია, შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი და თქვენი სახეები, ხომ? არის აბსოლუტურად განსხვავებული“, – ამბობს კობახიძე.