„ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
მასთან ერთად გაემგზავრნენ თბილისის მერი კახა კალაძე და „ოცნების“ მთავრობის სხვა წევრებიც, მათ შორის, ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ლევან ჟორჟოლიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან.