კობახიძე, კალაძე, წულუკიანი, მდინარაძე - civil.ge ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიას აქვეყნებს

პუბლიკა

civil.ge-ს ცნობით, მოიპოვეს ლიეტუვის მიერ სანქცირებული პირების სრული სია. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაასანქცირეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და კიდევ 16 პირი.

მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას.

civil.ge-ს ცნობით, სანქცირებულები არიან:

  1. გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
  2. კახა კალაძე – თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
  3. მიხეილ ჩინჩალაძე – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  4. მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  5. ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი
  6. ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი
  7. ლევან მურუსიძე – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  8. ვიქტორ ჯაფარიძე – დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარლამენტში, POSTV-ის წილის მფლობელი
  9. დიტო სამხარაძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
  10. გოგა ხაინდრავა – რეჟისორი
  11. ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი
  12. გიორგი (გია) კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა, ის 27 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.
  13. ზვიად შალამბერიძე;
  14. შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  15. თეა წულუკიანი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
  16. ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  17. კახა ბექაური – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი

15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაასანქცირეს ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 პირი.