კობახიძე კითხვარზე: უფრო ადრე წარდგენაც შეგვეძლო, მაგრამ გვინდა, რომ ხარისხიანი დოკუმენტი იყოს

პუბლიკა

ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანას კითხვარის წარსადგენად ვადა ჯერ ისევ აქვს და სახელმწიფოს შეეძლო უფრო ადრე კითხვარის გაგზავნა, მაგრამ რადგან ვადა ჯერ ისევ აქვთ, სურთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარადგინონ.

„ვადები არის განსაზღვრული ევროკავშირის მხრიდან და 9 მაისამდე ჩვენი მხრიდან იქნება შევსებული კითხვარის ორივე ნაწილი. პირველი ნაწილი და მეორე ნაწილიც, რომელიც არის არსებითი ნაწილი კითხვარის. შევსებული იქნება  სათანადო ვადებში. შეგვეძლო უფრო ადრეც, მაგრამ რადგან ვადა აქვს ევროკავშირს მოცემული გვინდა, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარვადგინოთ. საჩქარო არაფერია, ეს ვადა იწურება 10 დღეში და წარედგინება ევროკავშირს“, – ამბობს კობახიძე.

ევროკავშირმა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარი გადასცა. კითხვარი უკვე შეავსო უკრაინამ და მოლდოვამ.