კობახიძე კრამონზე: არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან

პუბლიკა

„ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის, მე მგონი, არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე.

„ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის, მე მგონი, არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან”, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 7 სექტემბერს, თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს.