პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ვერ დაინტერესდება და დროს ვერ დაკარგავს იმაზე, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ოთხი ბარიერგადალახული კოალიციიდან სამი – „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ არ აღიარებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
„არ არის ეს მაინც და მაინც საინტერესო საკითხი, მაინც და მაინც ღირებული არც ერთი პარტია და არც ერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება პარლამენტისთვის. თქვენ იცით რა პარტიებზეა საუბარი და თქვენ იცით რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიებში საუბარია როგორც ნაცმოძრაობაზე, ისე მეორე ნაცმოძრაობაზე, მესამე ნაცმოძრაობაზე, ისე მეოთხე ნაცმოძრაობაზე. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არც ერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ვერ დავკავდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ, მათი გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც რა თქმა უნდა, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ შესაბამისად ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას რაც მათ განახორციელეს ამ ქვეყანაში 4 წლის წინ რითაც ისინი ცდილობდნენ დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები“, – თქვა კობახიძემ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%, „ქართულ ოცნებას“ 54.2% აქვს.