კობახიძე: პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია, მაგრამ „ლელოს“ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია და „ოცნება“ თავად დააინიციირებს ამაზე კანონპროექტს. ის ამბობს, რომ „ლელოს“ კანონპროექტს ამ საკითხზე მხარს არ დაუჭერენ.

„მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია. მე მხარს დავუჭერდი ასეთი კანონის მიღებას და განვიხილავთ კოლეგებთან ერთად. მხარს დავუჭერ კანონს, რომელიც რადიკალურად შეზღუდავს პიროტექნიკის გამოყენებას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ „ლელოს“ ინიციატივას არ დავუჭერთ მხარს და დავაინიციირებთ ჩვენს კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, პარტია „ლელო“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მის არცერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.


დღეს „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში 9 თვეა ინიციირებულია საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მისი განხილვა არც კი დაუწყია. მისი თქმით, პროექტს კომიტეტზეც კი არ გაუვლია პირველი მოსმენა.