„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დღეს პარლამენტთან, „ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას „ქართული ოცნების“ უკან“.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლიდან ყველა არჩევნებში მიიღო ხალხის მხარდაჭერა. ყოველი მე-2 ადამიანი ირჩევს „ქართულ ოცნებას“.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ გამოხატა.