კობახიძე: რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება „ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილებისა და გასამართლების” შესახებ – კობახიძე ამტკიცებს, რომ მსგავსი იდეის განხილვას „ქართული ოცნება” არ აპირებს.

„რაც შეეხება ამომრჩეველს, მე ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული 10 ათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული”, – აღნიშნა მან.

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ჯგუფი „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის სხვადასხვა დანაყოფის მხარდამჭერები“ უნდა გასამართლდნენ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების მიხედვით, რომელიც გულისხმობს გვიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას, ეს მიზანი ურთულესი მისაღწევი იქნება, სანამ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი ამ პარტიის მხარდაჭერას და არჩევნებში ამ პარტიისთვის ხმის მიცემას აგრძელებს.

საზოგადოებას დღემდე უჭირს, გაარკვიოს, რა საშუალებით დააჰიპნოზეს ადამიანები იმგვარად, რომ მზად არიან, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ხმის მიცემის სანაცვლოდ, დანაშაულის თანამონაწილე და სისხლის სამართლის დამნაშავეც კი გახდნენ.