კობახიძე: რაღაც მომენტში აუცილებელიც კი იქნება სააკაშვილის კადრების გასაჯაროება

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოკადრების გავრცელება „რაღაც ეტაპზე აუცილებელიც კი იქნება“.

„ეს აბსოლიტურად სწორი პოზიციაა. საჭიროა… ტყუილები რომ არ გავრცელდეს და ქვეყნის იმიჯი ამან არ დააზიანოს, ალბათ რაღაც მომენტში აუცილებელიც კი იქნება ასეთი კადრების გასაჯაროება. მითუმეტეს რომ მეორე მხარე ხან ფოტოებს დებს, ხან შერჩევით დიაგნოზის ნაწილებს, მკურნალობის პროცედურების ნაწილებს და ა.შ, ამიტომ რაღაც  მომენტში ალბათ საჭიროა მეტი ინფორმაციის გავრცელება  – იქნება ეს ვიდეოკადრები, თუ სხვა ინფორმაცია, ალბათ ეს უნდა გაკეთდეს, “- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუ არ შეწყდება სიმულაციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისინი იძულებულნი გახდებიან, გაასაჯაროონ „გარკვეული კადრები“.