პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირების შესახებ განაცხადა, რომ „ძალიან ზოგადი სტატისტიკაა და ჩაღრმავება სჭირდება“.
„რაც შეეხება ბიზნესების რეგისტრაციას, ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი ჩაუღრმავდეს. სტატისტიკას სჭირდება ჩაღრმავება და ყველას შეუძლია, შეაფასოს, რეალურად რომელი ადამიანების მიერ, რომელი კომპანიის მიერ ხდება ეკონომიკური აქტივობის წარმოება და ამის საფუძველზე ყველა შეიქმნის ნათელ წარმოდგენას. არის ძალიან ზოგადი სტატისტიკა მოყვანილი, ჯერ ისიც გადასამოწმებელია და მერე ღრმად არის ამაში ჩახედვა საჭირო”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13 500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან.