პრემიერ-მინისტრის ბრძანების მიხედვით, ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24-25 აპრილს უნგრეთში ვიზიტს გეგმავს.
სამთავრობო დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზნით ჩადის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში და გამართავს თუ არა შეხვედრას ვიქტორ ორბანთან.