კობახიძე: თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია მანდატების დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დეპოლარიზაციისთვის კარგი იქნება.

„თუ ენმ, რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს შეამცირებს არა მარტო პარლამენტში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, არამედ მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხზე.

პრინციპში, ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია, ამას ნაცმოძრაობა არ ასრულებდა. ერთადერთი, რითაც შეიძლება ახლა დადებითი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში, ეს იქნება მანდატების დატოვება. ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს „ნულოვანი ფასი აქვს იმ საბოტაჟს, რაც პარლამენტის წინაშე შეიძლება განახორციელონ“.

„რაც მეტი რადიკალი დატოვებს პარლამენტს, მით უკეთესი“, – განაცხადა მან.