კობახიძე: ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა თქვა:

„ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად”.

მისი განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან მმართველი პარტია აცხადებს, რომ „დასავლეთსა და „რადიკალურ ოპოზიციას” საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინიზაცია სურს”. მათ შორის ირაკლი კობახიძემაც არაერთხელ გაიმეორა, რომ „ვერავითარი „მაიდანი“ და „უკრაინიზაცია“ ამ ქვეყნის ვერ შედგება“.