კობახიძე: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა

პუბლიკა

„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა მოლდოვა და ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს”, – განაცხადა „ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მაია სანდუსთვის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე.

2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული მაია სანდუს პროევროპული პარტია – „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) გახდა. ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტის პარტიამ ხმების 50.20% მოაგროვა. PAS-ის პარტიის დეპუტატები 101-დან 55 ადგილს დაიკავებენ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„მინდოდა, რომ მოლდოველებს არჩევანი მოლდოვის სასარგებლოდ გაეკეთებინათ და მიხარია, რომ მოლდოველებმა გადაწყვეტილება მოლდოვის სასარგებლოდ მიიღეს — მიუხედავად ყველა ჩარევისა და იმ თანხებისა, რაც მოსკოვმა დახარჯა. მიხარია, რომ ჩვენი ევროპული გზა უსაფრთხოა. (…) მომავალმა მთავრობამ ვალდებულებაა იმავე ზრუნვით იმუშაოს თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა, როგორ მისცეს ხმა“, – განაცხადა მან.