პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 2020 წელს 20 000 დოლარად მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, – ამის შესახებ აღნიშნულია მის დეკლარაციაში, რომელიც მან 2020 წლის ბოლოს შეავსო.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან Mercedes-Benz S-Class 2014 იყიდა.
წინა დეკლარაციის მიხედვით, მას საკუთრებაში 2014 წელს შეძენილი Nissan Tiida (4 300 USD) უფიქსირდებოდა.
რაც შეეხება მის ხელფასს, დეკლარაციაში ასახულია 2019 წელს ხელზე აღებული თანხა, კერძოდ, მან, როგორც პარლამენტის წევრმა, მიიღო 59 646 ლარი და თსუ-ის პროფესორის ანაზღაურება – 13 641 ლარი.