კობახიძემ ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წმინდა გიორგის ორდენზე წარადგინა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვებულები, მედალოსნები, მწვრთნელები, საექიმო პერსონალი და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები პრემიებს მიიღებენ – შესაბამისი განკარგულება დღეს, 26 აგვისტოს დამტკიცდება.

მთავრობის სხდომაზე კობახიძემ ასევე თქვა, რომ მისი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წარდგენილი იქნებიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, გურამ თუშიშვილი, ლაშა მარგველაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონების, ასევე პრიზიორების მწვრთნელები – ღირსების ორდენზე.

ირაკლი კობახიძისვე განცხადებით, ღირსების ორდენზე ასევე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელები:

ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ლომერ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი და გია ობოლაძე.