Edison research-ის გამოკითხვის მიხედვით საქართველოს ამჟამინდელ და ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეებს ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეს მოსახლეობის უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს.
მოსახლეობის მხრიდან კობახიძისა და თალაკვაძის შეფასება ასე გამოიყურება:
-
არჩილ თალაკვაძე: პოზიტიური – 37% ; ნეგატიური – 63%
-
ირაკლი კობახიძე: პოზიტიური – 33% ; ნეგატიური – 67%
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.