„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და წერს, რომ კობახიძემ დღევანდელი განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა.
„კობახიძის დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებები ჩაშალა. 11 დეკემბერს, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება“, – წერს სამადაშვილი facebook-გვერდზე.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეუწყვეტს მანდატს ყველა იმ ოპოზიციონერ დეპუტატს, ვინც შესაბამის განცხადებას წარადგენს. მისი თქმით, ასეთი ოპოზიციური პარტიები ასევე ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას.