კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

პუბლიკა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

„ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”.

„დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.