მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მოლდოვა ღრმა უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის დამახინჯებული და შეუსაბამო განხილვის გამო.“ – წერია განცხადებაში. [„რადიო თავისუფლების თარგმანი”]
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა. თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო, იგივე, მოლდოვა – პირდაპირ, გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც თქვენ ხედავდით – პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, თუ ვინ-ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები“, განაცხადა კობახიძემ.