„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს, სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდო/დანამატი გაიცემა და სარეზერვო ფონდიდან ჯამში – 3 მილიონი ლარი გამოიყოფა.
თანხა გამოეყოფა:
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – 892 445 ლარი;
• ჯანდაცვის სამინისტროს – 697 226 ლარი;
• თავდაცვის სამინისტროს – 585 770 ლარი;
• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 113 563 ლარი;
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 79 409 ლარი;
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 253 372 ლარი;
• ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 96 623 ლარი;
• ვანის მუნიციპალიტეტს – 95 000 ლარი;
• ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – 77 037 ლარი;
• ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 76 288 ლარი;
• ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 53 550 ლარი;
• ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 45 573 ლარი;
• თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 40 158 ლარი;
• ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 37 000 ლარი;
• ხონის მუნიციპალიტეტს – 18 668 ლარი.