„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო (კოკა) კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება, ხოლო ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს არჩევნებამდე დანიშნული სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივდა.
განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.
რაც შეეხება გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში ნათქვამია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.