კობახიძის ინფორმაციით, ელჩებთან შეხვედრისას საუბარი მხოლოდ არჩევნებს უკავშირდებოდა

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრის დასრულების შემდგომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბრი შეეხო მხოლოდ საარჩევნო გარემოს, თუმცა თქვა, რომ შეთანხმების თანახმად, დეტალების შესახებ საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, რომ დეტალებზე საუბარი არ იქნებოდა და ამაზე შეთანხმდნენ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. ზოგადად, გეტყვით, რომ ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და დაისვა რამდენიმე შეკითხვა. 3-4 კითხვა დაისვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით…

საუბარი ეხებოდა საარჩევნო გარემოს, მხოლოდ და მხოლოდ შესაბამის საკითხებს, რაც შეეხება ჩანაწერების თემას, ასეთ საკითხებზე ბუნებრივია, საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით დაისვა შეკითხები“, – განაცხადა კობახიძემ.