„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე „მედიასაშუალებებს ყოველდღე ადებინებდა მიწისძვრებზე ნიუსებს“. ის გოდოლაძეს „გაქანებულ ნაციონალს“ უწოდებს.
„მე მახსოვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე იდებოდა მედიასაშუალებებში ასეთი ნიუსი – დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ნუ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველ დღე ხდებოდეს მიწისძვრა ქვეყანაში.
დავინტერესდი მე პირადად და რომ ჩავეძიე, გაირკვა, რომ ამ ნიუსებს მედიასაშუალებებს ადებინებს თეა გოდოლაძე. ნუ, მიზანი რა არის, რომ ადამიანები დაზაფრო.
დაახლოებით დღეში კვდება 150-მდე ადამიანი საშუალოდ საქართველოში. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ დაიდოს ეს ნიუსი, რომ დღეს საქართველოში 150 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ხომ იწვევს საზოგადოების დაზაფრავს და იგივეა ზუსტად, როცა ავრცელებ ასეთ ინფორმაციას, რომ დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ არის თურმე ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც თუ არ ვცდები, კვლევითი ინსტიტუტი ჰქვია, რომლის ხელმძღვანელი არის გაქანებული „ნაციონალი“, თეა გოდოლაძე. ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი. უბრალოდ, ბოროტმოქმედია თავისი ბუნებით“- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში უპასუხა თეა გოდოლაძემ.
„საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ ხდება 35 მიწისძვრა. ჯავახეთის ვულკანური ქედის გააქტიურების დროს ერთ წელიწადში, მხოლოდ ჯავახეთის ზეგანზე მოხდა 12 000 მიწისძვრა. მაშინ ყოველდღიურად 100 ეპიცენტრს ვსაზღვრავდით. ვაქვეყნებთ მხოლოდ ისეთ მიწისძვრას ვებგვერდზე, რომელიც მაგნიტუდა 3-ზე მეტია. სხვა მიწისძვრები ინახება სერვერებზე და გადაეცემა მსოფლიო სეისმურ ცენტრებს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში მაგნიტუდა 0.1 ზე მეტი 112,000 მიწისძვრაა ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ამიტომ, გაუგებარია რას ამბობს ბატონი ირაკლი კობახიძე. დიახ, ძალიან საშიშ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ. ბატონო ირაკლი ჩვენი ქსელი ასევე აფიქსირებს სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად RMG GOLD-ის მიერ წარმოებულ აფეთქებებს. ტყიბულის შახტაში არსებულ ძლიერ სამთო დარტყმებს. აფეთქებით ხდება გვირაბების გაყვანა რიკოთზე, ტროტილს იყენებენ, თუ სხვა საფეთქ საშუალებებს არ ვიცი ზუსტად (უამრავია)და იქნებ კონსულტაცია მააინც გაიაროთ და შემდეგ გააკეთოთ კომენტარი. სამთო ინჟინერია ცალკე დარგია“, – დაწერა მან.