პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, 19 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა.
„5 ივლისს რაც შეეხება, ჩვენ ახლაც ვაწვდით და შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ა.შ.
ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას. მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს, მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ეს ძალადობა იქნა ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებაზე და კონკრეტულ დაკავებებზე, გამოძიებაზე, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.