კობიაშვილი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი ზედიზედ მესამედ აირჩიეს. კობიაშვილს არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, საარჩევნო ყრილობაზე 31-დან 28 დელეგატი გამოცხადდა და ერთხმად დაუჭირეს მხარი კობიაშვილს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უკვე ორი ვადით იყო, ის თავდაპირველად 2015 წელს, შემდეგ კი 2019 წელს აირჩიეს.