კომპანია Apple რუსეთში ყველა სახის ტექნიკის გაყიდვას წყვეტს.
„შეშფოთებული ვართ რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ჩვენ ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვისაც ეს ძალადობა შეეხო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ ძალისხმევას, ვეხმარებით ლტოლვილებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს გუნდებს რეგიონში“, – აცხადებს კომპანია.
კომპანიის განცხადებით, ასევე შეიზღუდა Apple Pay. რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების აპლიკაციები RT და „სპუტნიკი“ კი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის.
გარდა ამისა, „ვოლვოს“ შემდეგ რუსეთში გაყიდვებს აჩერებს ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია „Ford“. კომპანია შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში შეჭრის გამო და აცხადებს, რომ 100 000 აშშ დოლარს უკრაინელთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.
რუსეთში ონლაინგაყიდვებს აჩერებს სპორტული ტანსაცმლის კომპანია „Nike“.
მანამდე კი ჰოლივუდის უმსხვილესმა კინოსტუდიებმა – Disney, Warner Bros. და Sony Pictures Entertainment განაცხადეს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ფილმების გაშვებას აჩერებენ.
რუსეთში Netflix-ისა და Spotify-ის მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ გადაიხადონ საბანკო ბარათებით. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.
ამავე გამოცემის ცნობით, General Motors, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაციაა,ბე აჩერებს ავტომობილების ექსპორტს რუსეთში.