კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - იმნაძე

პუბლიკა

„კომენდანტის საათის მოხსნაზე თუ ფიქრობთ?” – „პალიტრანიუსის” ეთერში ჟურნალისტის ამ შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ასე პასუხობს: „ალბათ ყველაზე ბოლოს”.

„ცოტა უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე მაქსიმალურად ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება გვქონდეს გაზაფხულზე, ზაფხულში…. დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება, როგორ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, დისტანციას, როგორ დაიცავს ბიზნესი წესებს”, – აცხადებს იმანაძე