საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას შეზღუდვების ნაწილის მოხსნის გეგმა წარუდგინა. მთავრობის გეგმით, თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის გაიხსნება სავაჭრო ობიექტები და დაიწყებს მოძრაობას მუნიციპალური ტრანსპორტი.
თუმცა ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, 1 მარტამდე ძალაში დარჩება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.
„1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.