კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს  პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა ხუთმა კანდიდატმა:

  • რევაზე ეგაძე

  • გიორგი კალანდარიშვილი

  • გიორგი შაიშმელაშვილი

  • ნანული ბებია

  • თამარ ალფაიძე

ცესკოს თავმჯდომარეობის კადიდატებიდან საკონკურსო კომისიისგან უარი არცერთ კანდიდატს არ მიუღია.

განხილვის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონსკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი ოქმი იხილეთ ბმულზე.