კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს

პუბლიკა

პარლამენტის განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასა და სამთავრობო პროგრამას.

სხდომაზე კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, განათლების მინისტრობის კანდიდატ გიორგი ამილახვარს და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

მანამდე სხვა 4-მა კომიტეტმა დაუჭირა, ასევე, მხარი  მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას – იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა 4 კანდიდატს: თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 6 და 7 თებერვალს გაგრძელდება.

კომიტეტები და ფრაქციები საგარეო საქმეთა და ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

6 თებერვალსვე გაიხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია და ჩატარდება პლენარული სხდომა.

8 თებერვალს პარლამენტის პლენარული სხდომა უყრის კენჭს მთავრობის ახალ შემადგენლობას.