ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას.
პარლამენტი „გირჩის” აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით იხილავს.
„გირჩის” კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას აუქმებს. საპარლამენტო უმრავლესობა შეთავაზებულ ცვლილებებს მხარს უჭერს და პროექტის მხარდაჭერას აპირებს.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.