კომიტეტმა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შემნას.

წარმოდგენლი დოკუმენტაციის მიხედვით, ფრაქცია 32 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება.

კომიტეტის დასკვნა დღესვე ბიუროს წარედგინება.

გარდა ამისა, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ შექმნას, რომლის თავმჯდომარედ „რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე დარეგისტრირდა, ხოლო წევრებს შორის არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ტარიელ ნაკაიძე.

კომიტეტზე მხარი დაუჭირეს აგრეთვე „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.