„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის იდენტური იქნება.
ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში შედის.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
- ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას
- აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს
- ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
ინიციირებული ცვლილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომელიც:
- უკვე აკრძალული პარტიის იდენტური იქნება თავისი შემადგენლობით, მიზნითა და საქმიანობის არსით.