საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის იმ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.
პროექტმა მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო.
ხანგრძილივი და ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის ტექსტში ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ფორმულირება არ გაითვალისწინა.
ოპოზიცია მოითოხვდა, კენჭისყრაზე დამდგარიყო რეზოლუციაში ერთი კონკრეტული წინადადების ჩამატების საკითხი, რომლითაც ხაზი გაესმებოდა რუსეთის როლს უკრაინის მოვლენებში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რეზოლუცია კენჭისყრაზე ისე გაიტანა, რომ ოპოზიციას საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რასაც ოპონენტების პროტესტი და იმის ხაზგასმა მოჰყვა, რომ თავმჯდომარემ რეგლამენტი დაარღვია. კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე ისე დაიხურა, რომ ოპოზიციის წინადადება კენჭისყრაზე არ გასულა.